ზეაწეული საზღვრები ფიქრისა. . .
      ერთი მშვენიერი დღე, ერთი მშვენიერი გორგალი ფიქრის, ერთი მშვენიერი წყვეტება აზრისა და თანაგუნდელნი - ერთი მშვენიერი სკოლა -სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმი.
ისევ: მშვენიერი ტალანტები
                  მშვენიერი სურვილები დედა-მამათა,
                        მასწავლებელთა და მოსწავლეთა და... შედგა სკოლა: სენაკის სკოლა-ლიცეუმი
ახალი მიმართულებანი: მოთხოვნათა არეალი, მოთხოვნათა განსახოვნების გზები, გზა მკაცრი და მაინც, სასურველი. რამეთუ სასრული მიზნისა რასაც...აიკრებს სკოლა-ლიცეუმის მოსწავლე.
დატვირთული სამუშაო დღე, ყოვლადგაუცდენელი გაკვეთილები, ყოველდღიური მზადება ტესტირებისთვის, აზრის ,,ხედვისათვის“, შრომა მუხლჩაუხრელი შინ, რათა დაეუფლონ ცოდნას, აკრება რომლისა ხამს!
მიზნები სახვალიო: ტრენინგები, ახალი მიჯნები, ახალი ძიებანი კომპიუტერიზაციაში, მშობელთა საკვირაო სკოლის დაარსება, ფსიქოლოგის მოწვევა, მოპოვებულ წარმატებათა შენარჩუნება და ახალ სამანთა ძიება დაუშრეტელი და -მრავალი ფიქრი სამერმისო.
მასწავლებელნი - სიმაღლე გონის, სიმაღლე სულიერებისა, სიმაღლე რწმენისა, სიმაღლე პერსპექტიულობისა. დაწურული ინტელექტი, ზეაწეული საზღვრები ფიქრისა. ,,აფერუმ“ - მათს მოქალაქეობას!
ყოველი ღვთითაა და მადლითა უფლისიერითა აღუვსია ყოველი მოსწავლე არსთაგამრიგეს. სრულად ბედნიერების სამყარო გადაუშლია მათს გონებასა და გრძნობა-განცდებში და მოსწავლეები,რომელნიც მაღალ მწვერვალებს ეწვდინებიან ინტელექტის სფეროში,
არანაკლებ თხზავენ,
           არანაკლებ ცეკვავენ,
                        არანაკლებ მღერიან,
                              არანაკლებ იბრძვიან ოსტატობისათვის ჭადრაკში, კარატესა თუ ჭიდაობაში!
ამადაც აღსავსეა ცხოვრება მათი უაღრესი შინაარსით,
ამადაც ფრიადდატვირთულია ყოველდღიურობა მათი მშვენიერით
ამადაც ძალუძთ მათ მეცნიერების სიმაღლეთა,,მოხიბლვა“,
ამადაც აცისკროვნებს სული ლამაზი მოსწავლური ჯაფის სიმძიმეს და აქარწყლებს დაღლილობას, რასაც საგანთა დაუფლება იწვევს მათში.
 
 სკოლის კედლებში ქართული სული ტრიალებს -მაძიებელი შემოქმედი.,, ღმერთს რა დიდებული სიტყვა უთქვამს - ,,საქართველო“!!! ამ სტრიქონებში სკოლა-ლიცეუმის თითოეული მოსწავლის ეროვნული ხედვაა გაცხადებული. გონიერებას, ბეჯითობას, წესიერებას, ინტელექტუალურ და ესთეტიკურ ღირებულებებს უკავშირდება სკოლა-ლიცეუმის თითოეული მოსწავლის ცხოვრება, სადაც ოქროს ზოლებად ამოქანდაკდება ზღვარდაუდებელი რუდუნება ყოვლადგანუყოფელი ცნებისა- მოსწავლე-მასწავლებლი“...